Saturday, December 15, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება: 
 სახარებისეული იგავები : დამარხული ტალანტი და უძღები ძის იგავი.

2.პროექტის მთვარი (იდეა) თემა :
იგავის მნიშვნელობა სახარებაში; იგავების გააზრება სახელმძღვანელოებისა და ისტ-ის დახმარებით.

3. პროექტის აქტუალობა:
გაეცნობიან იგავური ალეგორიზმის ფორმას, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია აქვს და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქრისტიანულ აზროვნებაში; გაიაზრებენ იმ ზნეობრივ პრინციპებს, შეგონებებსა და სწავლებას, რომლებიც იგავებშია გადმოცემული; ნახავენ თუ როგორ იქცა სახარებისეული იგავები ხელოვანთა (მხატვრების, კომპოზიტორების) შთაგონების წყაროდ.

4.პროექტის მიზნები:
ისწავლიან, რომ იგავი სიმბოლოების, ანუ სახეების საშუალებით ,,მეტყველებაა''; გაუჩნდებათ სახარების სხვა იგავების გაცნობის სურვილი; გაეზრდებათ რელიგიური თემებისადმი ინტერესი; გაიაზრებენ თუ რა განზოგადებული მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს სახარებისეულმა იგავებმა; მოსწავლეებს განუვითარდებათ  პრეზენტაციის მომზადების,  ზეპირი მოსმენის, ანალიზისა და კვლევითი უნარი. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, თანაკლასელებთან თანამშრომლობას,

5. მონაწილეთა ასაკი:
13-14 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა:
1 თვე

7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოიძიებენ იგავების განმარტებებს, მოიძიებენ თუ როგორ აისახა ეს იგავები მხატვართა და კომპოზიტორთა შემოქმედებაში; შეადგენენ მცირე ნარკვევს რომელიმე ბიბლიური გამონათქვამის წარმომავლობის , განზოგადებული მნიშვნელობის ჩამოყალიბებისა და მხატვრულ ენაში გამოყენების შესახებ; ყველაფერს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით. პრეზენტაცია განთავსდება ბლოგზე.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ძირითადი სახელმძღვანელო, სახარების განმარტება, ინტერნეტი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
კლასს დავყოფ სამ ჯგუფად, თითოეული ჯგუფისათვის შევარჩევ ინდივიდუალურ დავალებებს. პირველ ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია იგავის, ალეგორიის შესახებ, ამ იგავების საღვთისმეტყველო განმარტებები. მეორე ჯგუფი მოიძიებს იმ გამონათქვამებს,რომლებიც მომდინარეობს კაცობრიობის სიბრძნის წიგნიდან ბიბლიიდან და სახარებიდან; მესამე ჯგუფი იმუშავებს და წარმოადგენს სლაიდებს ხელოვნების იმ ნიმუშების შესახებ, რომლებიც შეიქმნა ამ სახარებისეულ იგავებზე. პროექტზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეები შეფასდებიან პროექტში ჩართულობით, აქტიური მუშაობით, ზეპირი პრეზენტაციითა და მსჯელობით.

10. სგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის მონაწილენი გაიღრმავებენ ცოდნას რელიგიასა და ხელოვნებაში.

11. პროექტის ხელმძღვანელი: თამარ მესხი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamunameskhi2807@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: tamunameskhi2807. blogspot.com








პოსტი 3


 შვილის“ იგავის მიზანი და სათქმელი კი ეს გახლავთ: ღმერთს უყვარს ცოდვილი და სურს მისი გადარჩენა: „მოვიდა ძე კაცისა მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა“ - ამბობს უფალი მებაჟე ზაქეს სულიერი მოქცევის გამო (ლუკა 19, 2-10). „უძღები შვილის“ იგავში მამაღმერთი ზრუნავს როგორც ცოდვილი შვილის, ასევე მართალი შვილის გადასარჩენად. თუმცა ეს უკანასკნელი (მართალი უფროსი შვილი) ვერ და არც დაიმსახურებს ღვთის გულმოწყალებას, მანამ, სანამ იგი ცოდვილის მოქცევის გამო არ აღივსება გულწრფელი, გულმხურვალე სიხარულით.